|
2021-11-02 13:39:43, 1011 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წლის 1–ელი დეკემბრიდან რეგიონებში ბუნებრივი გაზის საფასური იზრდება
2021 წლის პირველი დეკემბრიდან რეგიონებში ბუნებრივი გაზის საფასური იზრდება, კერძოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და "თელავი გაზის" საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 ლარით, დღგ–ს ჩათვლით. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. მათივე ცნობით, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის. „ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის“, - აღნიშნულია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაში ცნობისათვის, „ინტერ გაზი“ ბუნებრივ აირს აწვდის ახალციხის და ასპინძის რაიონებს, "თელავი გაზი" - თელავს და „სოკარ ჯორჯია გაზი“ დანარჩენ საქართველოს, თბილისის გარდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ („თელავ გაზის“) დღეს მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 0.95 ლარია 1მ3-ზე, „ინტერ გაზის“ შემთხვევაში კი 1.09 ლარი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)