|
2021-11-01 10:58:21, 548 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - სააკაშვილის მდგომარეობა არის უპრეცედენტო და მსგავსი შემთხვევა მსოფლიო მასშტაბითაც შეიძლება არავის ახსოვდეს
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში გადაყვანისას არავითარი საფრთხე არ შეიქმნება.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ დღემდე მას 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და მის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით არცერთი ობიექტური პრეტენზია არ არსებობს. მინისტრის თქმით, ციხესთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს რეანიმობილი და მის საკანთან მორიგეობს ორი ექიმი. საჭიროების შემთხვევაში სრულ მზადყოფნაშია ტექნიკაც, რომ ადგილზევე იყოს შესაძლებელი დახმარების აღმოჩენა. ,,სააკაშვილის, როგორც პატიმრის, შემოსახლების დღიდან ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა როგორც მისი ჯანმრთელობის, ისე მის უფლებრივ მდგომარეობაზე. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უპრეცედენტო და მსგავსი შემთხვევა არათუ ქართული სასჯელაღსრულების სისტემას, შეიძლება, მსოფლიო მასშტაბითაც არ ახსოვდეს არავის. ჩვენ დასამალი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს პატიმარ სააკაშვილს, ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა უკვე. ჩვენ ყველას ვუშვებთ, რომ მოინახულონ და ნახონ, რა პირობებშია ის. ჩვენ რომ მწამებლები ვიყოთ, ჩვენ რომ გვინდოდეს მისი უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვა, შევუშვებდით ამდენ ხალხს მის სანახავად? არცერთი ობიექტური პრეტენზია არ არსებობს. ჩვენ პრევენციისთვის ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს და მუდმივ რეჟიმში მორიგეობს ციხის ეზოში რეანიმობილი და მისი საკნის გადაღმა –ორი ექიმი. ასევე, შეტანილია სპეციალური აპარატურა და თუკი რაიმე პრობლემა შეიძლება შეიქმნას ჯანმრთელობის მხრივ, ადგილზევე აღმოუჩინონ დახმარება. როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს, რომ მისი რომელიმე უფლება ირღვევა.. მისი უფლებები არის ზედმიწევნით დაცული და ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის შემთხვევაში – ეს არის ყველა პატიმრის შემთხვევაში. ნამდვილად საამაყოა დღეს ის მდგომარეობა, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)