|
2021-10-31 12:05:10, 742 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია - მადლობა ჩემს ზუგდიდელებს უდიდესი მხარდაჭერისთვის, მე ვიქნები მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა
მამუკა წოწერია, რომელმაც ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა აცხადებს, რომ ყველას მერი იქნება მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა. „მეორე ტურის არჩევნები ზუგდიდში დასრულდა ზუგდიდელებისა და „ქართული ოცნების" კანდიდატების გამარჯვებით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ზუგდიდელებს ამ უდიდესი მხარდაჭერისთვის. ზუგდიდის მერობა ჩემთვის არის უდიდესი პატივი, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა კეთილმსახურებისა. როგორც მერი, მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის მეგობარი, მსახური, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობა, ჩვენ ახლა გვჭირდება ემოციების დაცხრობა და იწყება მთავარი- მუხლჩაუხრელი შრომა ჩვენი ზუგდიდის კიდევ უფრო განვითარებისთვის." განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა წოწერიამ. მეორე ტურში, მერის არჩევნებთან ერთად ზუგდიდის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებიც მიმდინარეობდა, სადაც ხმათა უმრავლესობით გამარჯვება ქართული ოცნების კანდიდატმა ირაკლი ჯანაშიამ მოიპოვა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)