|
2021-10-29 16:33:25, 795 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის მერია 5 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს
კასპის მუნიციპალიტეტის მერია 5 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს. სამუშაოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფინანსდება: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის შეკეთება, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, შენობის ფასადის შეკეთება, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, შენობის სახურავის შეკეთება და სხვა. "მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი ბინათამხანაგობების საჭიროებებზე, საიდანც 37 997 ლარია გახარჯული, მიმდინარეობს ერთი ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო გამოცხადებულია ორი ტენდერი. მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს მსგავსი პროექტები 71 884 ლარით დააფინანსა. ჩვენი მიზანია მათივე ჩართულობით, ხელი შევუწყოთ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გააქტიურდით, გამოიყენეთ შესაძლებლობა - შექმენით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით მოიგვარეთ თქვენი საცხოვრებელი შენობის პრობლემები - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ."- ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)