|
2021-10-29 11:05:25, 1371 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის საკრებულოში გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა
პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ ნებისმიერი სახით თანამშრომლობა. „ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ („ლელოს“ ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ! არა „ნაცებს“! არა ბოროტებას! „ნაცმოძრაობა“ ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!“, - წერს თავდგირიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში 3 წევრი ჰყავდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)