|
2021-10-28 11:07:26, 880 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ახლად დანიშნულ პოლიციის ატაშეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს და შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ პოლიციის ატაშეს, იოჰან გრენფორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ვახტანგ გომელაურმა პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფოს პოლიციის ატაშეს დანიშვნა ურთიერთობის შემდგომი განვითარების ნათელი წინაპირობაა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)