|
2021-10-27 11:38:56, 542 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო. „კლიმატის ცვლილების ფონზე გაუდაბნოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სწორად შევაფასოთ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, დავსახოთ კონკრეტული ღონისძიებები იმ რეგიონებისთვის, სადაც გაუდაბნოების პრობლემა რეალური და აქტუალურია. გამოვიყენოთ საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გაუდაბნოების პროცესები შევარბილოთ და ნაკლები ზიანის მომტანი გავხადოთ როგორც ჩვენი ფერმერებისთვის, ისე ბიომრავალფეროვნებისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოხსენებები ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NbS) გლობალურ სტანდარტებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე მიწის მდგრადი მართვის ხელშეწყობისათვის; ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას ეროვნულ დონეზე, რაც გულისხმობს საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NbS) გვალვის წინააღმდეგ გამოყენების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას. პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” მიზანია, ხელი შეუწყოს მთავრობებს, შეძლონ ეკოსისტემის აღდგენის ღონისძიებების ინტეგრირება გვალვის მართვის პროცესში, რომ გვალვის ზემოქმედება ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების (NbS) გამოყენებით შემცირდეს. პროექტი გლობალურ დონეზე ხორციელდება IUCN-ის მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოპერაციული ერთეული) ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოში პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, IUCN-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის (IUCN ECARO) დირექტორი ბორის ერგი, CENN-ის გამგეობის წევრი ნინო შავგულიძე, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)