|
2021-10-26 16:42:00, 663 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში, აზეულას ქუჩაზე მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო
კოჯორში, აზეულას ქუჩაზე, 6 000 კვ.მ. ფართობზე, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და ტრენაჟორები განთავსდა. მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდა. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდა და ახალი ნარგავებიც გაშენდა. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის არჩეული კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და გამგეობის თანამშრომლები გაეცნენ. „მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის არის გათვლილი. ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო. მასშტაბური სამუშაობის ფარგლებში კი, მთლიანად განახლდა. აღნიშნული ტერიტორიით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე დამსვენებლები“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 737 ლარი გამოყო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)