|
2021-10-25 19:25:03, 585 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში სოფლად ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფომაციით, აჭარაში სოფლად ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ბათუმში აცრილთა რაოდენობა სამიზნე მაჩვენებელს გაცდა, რეგიონის მუნიციპალიტეტებში იმუნიზაციის პროცესის კიდევ უფრო გასააქტიურებლად და წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებლის მოცვის მიზნით, სოფლის სამედიცინო ცენტრებში სოფლის ექიმების მიერ ადმინისტრირდება როგორც ფაიზერის, ასევე სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები. ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ სერვისი, ხოლო მწოლიარე პაციენტებმა სასურველი ვაქცინით ბინაზე ჩაიტარონ ვაქცინაცია. "კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია დღეს ქედის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და თემის სამედიცინო პუნქტებში აქტიურად მიმდინარეობდა. სოფლად ვაქცინაციის მიზანია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გაზრდა, რომელიც ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ხორციელდება. პარალელურად აჭარის 5 სოფელია ჩართული ვაქცინაციის მარათონში - დაბა ჩაქვი, ოჩხამური, ზამლეთი, სხალთა და დიოკნისი. აღნიშნული სოფლები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იქნა შერჩეული. ამ დროისთვის, აჭარაში სულ 212 956 ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის I დოზა - მოზრდილი მოსახლეობის 41.5 %, II დოზა- მოზრდილი მოსახლეობის 37.2 % , ხოლო სამიზნე ჯგუფის - 62 %." -ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)