|
2021-10-25 16:41:28, 592 ნახვა
საზოგადოება
ლიეტუვას რეიტინგულ ტელევიზიებში აჭარის შესახებ სიუჟეტები გავა
ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიები აჭარის ტურისტულ პროდუქტებზე სუჟეტებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდიველ და მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებაზე მომზადებულ სიუჟეტებს ლიეტუველები ოქტომბრის ბოლოს იხილავენ. ლიეტუვა და ზოგადად, ბალტიისპირეთის ქვეყნები აჭარისთვის სამიზნე ქვეყნებია, სადაც რეგიონის პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლებია ანხორციელებს. “ვაგრძელებთ აჭარის, როგორც საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების რეკლამირებას. ამჯერად, ვუმასპინძლეთ ლიეტუვაში ყველაზე რეიტინგული ტელევიზიების ჟურნალისტებს, რომლებიც სიუჟეტებში საინტერესოდ წარმოაჩენენ აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. ჟურნალისტები მაყურებელს გააცნობენ, თუ რისი ნახვა, გაკეთება და დაგემოვნება შეუძლიათ ბათუმში და მთიან აჭარაში. ზოგადად, ლიეტუვაში მზარდია აჭარის მიმართ ინტერესი, რასაც ბოლო წლებში ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ჩარტერული ფრენებიც მოწმობს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)