|
2021-10-25 14:53:32, 490 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტში დევნილებთან შეხვედრა გამართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დევნილ ოჯახებს შეხვდა. ბესარიონ სიმონიშვილი დასახლებებში არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათი გადაჭრის გზები დევნილებთან ერთად განიხილა. ახალსოფელში მცხოვრები დევნილების მთავარ პრობლემას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკანონება წარმოადგენდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცათ. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს სააგენტოს პროგრამების შესახებ, რომლებიც დევნილების დასაქმების, თვითდასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)