|
2021-10-25 13:00:19, 573 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, 9 თვის განმავლობაში, 78 214 კვ.მ ფართობი გზის საფარი მოწესრიგდა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 78 214 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა როგორც ქუჩებზე, ასევე, ჩიხებსა და შიდა ეზოებში. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ შორის, კაპიტალურად მოეწყო ავალიშვილის, წინამძღვრიშვილის, ბაღნარის, მანაგაძის, ვაშაკიძის, ლეო კერესელიძისა და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩები, ჯანჯღავას მეორე ჩიხი და გასასვლელი. ასევე, გიორგიწმინდას დასახლებაში ჭავჭავაძის ქუჩის, სოფელ გლდანში კი 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩების მონაკვეთი. გაკეთდა მუხიანი 2-ში (მუხიანის აგარაკები) ზნაკვისა და ხანძთის ქუჩები, გურიის აღმართი და გამარჯვების ქუჩიდან გურიის აღმართამდე მისასვლელი გზა. გზის საფარი მოწესრიგდა ქერჩის N6 ვ-სა და სარაჯიშვილის N53-55 მიმდებარედ. ასევე გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდა წყალსადენის ჩიხში (ფაილოძეების უბანი). საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ცხრა თვის განმავლობაში 5 492 018 ლარი დაიხარჯა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)