|
2021-10-25 10:48:08, 542 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - დევნილებისთვის მოწყობილი სათბურები ხელს უწყობს მათი შემოსავლის ზრდას
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შესრულებული სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ მოინახულეს. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამის მთავარ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. „შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის მოწყობილი რამდენიმე სასათბურე მეურნეობა დავათვალიერეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილები პროდუქტის რეალიზაციას თავადვე ეწევიან, რაც ხელს უწყობს მათი შემოსავლის ზრდას“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)