|
2021-10-23 10:12:15, 352 ნახვა
საზოგადოება
მამუკა წოწერია - 30 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება ღირსეული და „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მეორე ტურის ფარგლებში წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. თათარაშვილის ქუჩაზე, მამუკა წოწერიასთან ერთად ინდივიდუალურ შეხვედრებში, მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, მომღერლებმა ელენე ფოჩხუამ და სოფო ბედიამ მიიღეს. „შეხვედრებზე იგრძნობა საოცარი კეთილგანწყობა ჩვენი მოსახლეობის, როგორც „ქართული ოცნების" კანდიდატების მიმართ, ასევე თანმხლები პირების, ამ შემთხვევაში ბატონი სოზარ სუბარის, ელენე ფოჩხუასა და სოფო ბედიას მიმართ. აქედან გამომდინარე მოსახლეობაც აფიქსირებს, რომ პირველ ტურში გარკვეულად იპასიურა, მაგრამ ახლა უკვე მზად არიან, მობილიზებულები არიან და 30 ოქტომბერს აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება ღირსეული და „ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს!" - განაცხადა მამუკა წოწერიამ. სოზარ სუბარმა ყურადღება გაამახვილა, კანდიდატის კვალიფიკაციაზე და დარწმუნებულია, რომ ზუგდიდი გააკეთებს სწორ არჩევანს. „ზუგდიდს ჰყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი მამუკა წოწერიას სახით. მართლა, რომ შეეფერება ამ ძალიან დიდი ტრადიციების ქალაქს, ზუგდიდი არ არის მხოლოდ დიდი ტრადიციის ქალაქი, ეს არის საჩვენებელი კარიბჭე, სადაც უნდა ჩანდეს, როგორია საქართველო და როგორი საქართველო უნდა იყოს ხვალ, რომ ეს დაინახონ ენგურსგადაღმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აქ გაიმარჯვოს მშვიდობამ, განვითარებამ და არა იმ ძალადობამ, რომლის სიმბოლოდაც არის ქცეული „ნაციონალური მოძრაობა" და მისი თითოეული წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ მამუკა წოწერიას გამარჯვებაში მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ზუგდიდი გააკეთებს ძალიან ღირსეულ არჩევანს!" - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)