11:37 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 19:43:15, 651 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე -ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან საგანგაშოა

მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა. იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, დაიწყო მატება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო. საქმე ისაა, რომ მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა. იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, დაიწყო მატება. ანუ დაიწყო "მეხუთე ტალღა". "მეხუთე ტალღა" დაიწყო ისე, რომ "მეოთხე ტალღა" ბოლომდე არ ჩამთავრებულა. ყოველდღიურად 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics