|
2021-10-22 16:55:36, 703 ნახვა
საზოგადოება
National Geographic Traveller აჭარაზე - აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის
„საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა,“ - ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე. „რეგიონში 4 სხვადასხვა დაცული ტერიტორია და ნაციონალური პარკია: მაჭახელასა და მტირალას ნაციონალური პარკი, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. უკანასკნელ სამს, ცოტა ხნის წინ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა სამეგრელოს რეგიონში მდებარე კოლხეთის ნაციონალურ პარკთან ერთად. იუნესკოს სტატუსი ბოლო წლები ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ეკოსისტემის კონსერვაცია ყოველთვის იყო ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტთაგანი“. National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა მილიონობით გამომწერსა და მკითხველს ურჩევს სად წავიდეს, რა ნახოს და როგორ აღმოაჩინოს მსოფლიო. აჭარაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზი რეგიონის ეკოტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების მრავალფეროვნებაზე კეთდება. „აჭარის რეგიონი ბევრი სათავგადასავლო, ეკო-ტურისტული, სოფლის და ველური ბუნების შესაძლებლობის მასპინძელია. აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის. ჰაიკინგი, ჯირითი, რაფტინგი, ზიპ-ლაინი, ქემფინგი, გლემფინგი, ფრინველებზე დაკვირვება - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აქტივობებისა, რომლითაც აჭარაში ყოფნისას შეგიძლიათ ისიამოვნოთ“, ნათქვამია სტატიაში. სტატია National Geographic Traveller-ის საშემოდგომო ნომერში გამოქვეყნდა. სტატიის დასასრულს მკითხველს აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)