|
2021-10-22 14:37:55, 476 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ყველას ახსოვს ამ ტერიტორიაზე უხვი ნალექის დროს დატბორილი ქუჩები. პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ასევე, ანალოგიური სამუშაოები თავდადებულის ქუჩაზეც მიმდინარეობს. ბოლო ეტაპზე, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სანიაღვრე ქსელს მოვაწყობთ, რაც მანამდე არ არსებობდა. შედეგად, იქ მცხოვრებ მოსახლეობას უხვი ნალექის დროს სახლები არ დაეტბორებათ. მომავალშიც მსგავს პრობლემას ყველგან მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. „პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის. ადგილზე კახა კალაძესთან ერთად, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდნენ.“ - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)