|
2021-10-21 13:47:41, 791 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპულია ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება
ჩვენთვის პრინციპულია ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მარტვილში გამარჯვება და ამაში დარწმუნებული ვართ - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მარტვილში, მერობის კანდიდატთან, შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პირველ ტურში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას. „დღეს დავიწყეთ შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში. ჩავდივართ ყველა იმ რაიონში სადაც ჩატარდება მეორე ტური, ვხვდებით ჩვენს აქტივს, პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, ვულოცავთ ყველას იმ საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს, ვსაუბრობთ 30 ოქტომბრის მეორე ტურზე. ჩვენთვის პრინციპულია ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მარტვილში გამარჯვება და ამაში დარწმუნებული ვართ. პირველ ტურში გვქონდა ძალიან დიდი უპირატესობა, ჩვენს კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას, დარწმუნებული ვართ მეორე ტურში მის გამარჯვებაში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)