12:34 - 27 Jul, 2026
|
2021-10-21 11:52:12, 520 ნახვა
საზოგადოება
ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე ასფალტის საფარი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე გზის საფარი მოაწესრიგა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა. გამგეობის მიერ კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარის დაიგო. სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე, 13 857 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი განთავსდა. პროექტისთვის ჯამში, 890 126 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები და ორი ფენა ასფალტის საფარი.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)