|
2021-10-20 11:58:05, 493 ნახვა
საზოგადოება
23 ოქტომბრიდან თბილისს დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და „ისუზუს“ მარკის 38 ავტობუსი მოემსახურება
23 ოქტომბრიდან დედაქალაქში დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი 38 ავტობუსი იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, უახლოეს დღეებში დაგეგმილი სიახლეებისა და ახალი მარშრუტების ამოქმედების შესახებ ისაუბრა. „ეს არის ევროპული ტიპის, თავისი გაგრილება-გათბობის სისტემით აღჭურვილი ტრანსპორტი. მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ წლის ბოლომდე, არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღის განმავლობაში, მუნიციპალურ ტრანსპორტს, დაახლოებით, 40 000 მგზავრი გადაჰყავს და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მომდევნო წლების განმავლობაში გაიზრდება, რადგან გვეყოლება ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მომავალ წელს ვაპირებთ, 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას. დედაქალაქს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი სჭირდება, რომლებიც კონკრეტულ ხაზებზე იმოძრავებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ახალი მარშრუტების სქემას, 23 და 28 ოქტომბერს, ამოქმედდება ავტობუსის ახალი მარშრუტები - N319 და N330. ასევე, N32 მარშრუტზე მოძრავი MAN-ის მარკის ოთხი ერთეული ავტობუსი ჩანაცვლდება BMC-ის მარკის ხუთი ერთეული ავტობუსით, ხოლო N54 მარშრუტს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაემატება სამი, ხოლო N15 მარშრუტს დაემატება MAN-ის მარკის ერთი ავტობუსი. გარდა ამისა, N403 მარშრუტს დაემატება სამი ერთეული მიკროავტობუსი, რაც მგზავრთა მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ასევე, ამოქმედდება მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები: N415, N430, N434, N438, N449, N450, N478, N481, N484, N485, N487.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)