|
2021-10-19 15:45:57, 699 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში სოფლად არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება
აჭარაში სოფლად არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. ამჯერად, საოჯახო-სასტუმრო სახლების ფუნქციონირების სპეციფიკასა და სერვისის სტანდარტებს ქობულეთის სოფლებში ეცნობიან. კვირიკე, ხუცუბანი, სამება, ზენითი, ლეღვა და სახალვაშო - იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგები მიმდინარეობს. -ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ტრენინგის მონაწილეები ლექციებს ისეთი თემების შესახებ ისმენენ, როგორიცაა სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში და მათი სწორად სერვირება, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების ტიპები და საერთაშორისო სტანდარტი, ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები, Covid 19-ის შესაბამისი რეგულაციების გაცნობა, ასევე სერვისების კალკულაცია, სტუმრის მიღების პროცედურები, ღამისთევა, დალაგების თავისებურებები და ანგარიშსწორების საკითხები. „ქობულეთამდე სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები ხულოსა და შუახევის 11 სოფელში ჩატარდა. ქობულეთის შემდეგ კი სერვისის სტანდარტებს ქედისა და ხელვაჩაურის მოსახლეობა გაეცნობა. ჯამში, ტრენინგები 250-ზე მეტ პირს აჭარის 26 სოფელში ჩაუტარდება. რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც.“-ნათქვამია განცხდებაში.
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
პროკურატურა: 21.5 მილიონი ლარის გათეთრების სქემა გამოვლინდა
პაპუაშვილი - რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ ქვეყანას ძირითად უფლებებს ართმევენ?
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)