|
2021-10-16 17:05:48, 731 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი ონლაინრეჟიმში გაიმართა.- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მასში ოცდათერთმეტი ქვეყნის მსჯავრდებულთა ორმოცდასამმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. "მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა მიულოცა. მანვე, N 5 ქალთა პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა და პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო. ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სპორტული მოედანი, სალონი, სამკერვალო, ტრენაჟორების დარბაზია განთავსებული. პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადხასხვა სახელოვნებო თუ პროფესიულ პროგრამებს დაეუფლონ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა/ ბრალდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციაა. უწყების ხელშეწყობით ისინი სხვადასხვა შეჯიბრსა თუ სპორტულ აქტივობაში პერმანენტულად მონაწილეობენ." -ნათქვამია განცხადებაში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)