|
2021-10-15 19:41:34, 596 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა.- ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი. "სსფ-ის წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია ამჟამად, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ, ამასთან ერთად, განიხილეს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პრიორიტეტები. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყების საკითხს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობას აქვს რეფორმების დღის წესრიგი, რომლის განხორციელებაც სსფ-ის ახალი პროგრამის ფარგლებში იგეგმება და რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ქვეყანაში." - ნათქვამია განცხადებაში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)