|
2021-10-15 17:57:51, 573 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი
„ეს არის უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუში", – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ გავრცელებული დეზინფორმაცია თითქოსდა ციხეში მომხდარი ბუნტის თაობაზე. „ისაუბრო იმაზე, რომ ციხეში არის ბუნტი და ასე დაძაბო პატიმრების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, არცერთ ადამიანურ და მორალურ სტანდარტში აღარ ჯდება. ამ ყველაფერს ავრცელებს ის ხალხი, ვის დროსაც ვიცით, რა მდგომარეობა იყო, მაგალითად, ბათუმის ციხეში, როცა ერთ საკანში 30 ადამიანი იყო მოთავსებული და პატიმრებს ფეხზე მდგომებს ეძინათ. ეს ხალხი დღეს ჩვენ გველაპარაკება პატიმრების უფლებებზე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ყოველგვარ მორალურ სტანდარტს სცდება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა მოუწოდა ყველას, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან. „მინდა, ვთხოვო მათ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან. ეს ნომერი მათ, დარწმუნებული იყავით, არ გაუვათ; ხალხი არის ბრძენი, ხალხს სჭირდება სიმართლე და სიმართლეს ვაწვდით ჩვენ. მათ ყოველ მსგავს ბინძურ ტყუილზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ასეთი ბინძური ფორმებით დაძაბოს", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, უწყების ინტერესია, ყველა პატიმრის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული. მინისტრმა „იმედის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)