15:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 12:32:23, 514 ნახვა

საზოგადოება
დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა. - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაქტიკური წვრთნები თავდაცვის შემადგენელი კომპონენტის, გავლა-გატარების ოპერაციის ჩატარებას მოიცავდა. სწავლებაზე მიზიდული იყო მხარდამჭერი ელემენტები, როგორიცაა 120მმ ნაღმტყორცნი ქვედანაყოფი, საინჟინრო ქვედანაყოფები და ორი ერთეული „დელტას“ წარმოების ტექნიკა „დიდგორი 1“ და „დიდგორი 2“.

წვრთნები სამი ეტაპისგან შედგებოდა და ის ქვედანაყოფის მომზადების, შეფასებისა და აღსრულების ფაზებს მოიცავდა.

ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მასზე დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და შემფასებლების მიერ დადებითად შეფასდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics