16:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 18:39:32, 679 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიზანი მობილური ჯგუფის შექმნაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში  ჩატარებული შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.

როგორც ნიკოლოზ ყოფშიძე აცხადებს, შეხვედრაზე განიხილეს მობილური ჯგუფების შექმნის საკითხი.

"დამირეკეს სამინისტროდნ და მთხოვეს შევხვედროდი ამ კომისიის წევრებს . ამ შეხვედრის ძირითადი აზრი იყო, იმაში რომ შეგვექმნა მობილური ჯგუფი, რომელიც დააკვირდებოდა ბატონი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ დაგვჭირდეს სწრაფი მოქმედება. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მეც ისეთივე ინფორმაცია ვფლობ, როგორც თქვენ. იქ შევიდნენ ადვოკატები და მეუბნებიან, რომ სიტუაცია ცოტა დამძიმდა, იმასთან შედარებით, რაც გუშინ იყო" ,- განაცხდა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა, ჯანაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძს თხოვით მიმართა, რათა შექმნილიყო ექიმების ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის მეცამეტე დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics