|
2021-10-12 12:17:17, 599 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის ახალი სოფელი აშენდა
მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. „ჩვენ გავხსენით ახალი სოფელი მარნეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლებითა და ინფრასტრუქტურით. 31 დევნილი ოჯახი, რომლებიც ამ ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ნგრევად შენობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ ახალ ცხოვრებას იწყებენ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, რომელთა დახმარებითაც მარნეულში, ინოვაციური პროექტი განხორციელდა და დევნილი ოჯახების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სწორედ იმ ადგილას შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ინტეგრირდნენ. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი ქართულ სოფელს ავაშენებთ, გორის მუნიციპალიტეტშიც სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც ჩვენთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. დევნილებზე ზრუნვა, კვლავ რჩება ჩვენს ურყევ პრიორიტეტად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებამდე, სათანადო საცხოვრებელი პირობები, შევუქმნათ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)