17:50 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-11 15:23:32, 669 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ყველა ერთად ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს ადამიანები და მადლობა ყველას ვინც გვერდში დაუდგა ამ ოჯახებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ვახტანგ გომელაური ბათუმში დღეს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან გამოძიების მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამი პირია დაკავებული, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა. 

"ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ღამე იყო, ჯოჯოხეთური ღამე იყო, პირველ რიგში ოჯახის წევრებისთვის, შემდეგ თითოეული ჩვენგანისთვის. თქვენც იქ ბრძანდებოდით და ყველა ერთად ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს ადამიანები და მადლობა ყველას ვინც გვერდში დაუდგა ამ ოჯახებს. ვუსამძიმრებ მათ კიდევ ერთხელ, ძალიან მძიმეა და ძალიან რთულია ოჯახის წევრებისთვის. 

სხვა პირის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა. სამი პირი არის პასუხისგებაში მიცემული, ვინ იყო ჩართულ, ვინ არა ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. იცით, რომ მიდის გამოძიება, გამოძიებას კურირებს კერძოდ გამომძიებელი და ზედამხედველი პროკურორი. ვინ რა გააკეთა, ვინ რა ჩვენება მისცა მე ვერ ვისაუბრებ, თავის მტკიცებულებებით რაც წარუდგინეს სასამართლოს, სასამართლომ შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ჯერ არავის პასუხისმგებლობა დამატებით არ გამოკვეთილა, კანონიდან გამომდინარე რომ გამოკვეთილიყო სხვასაც მისცემდნენ პასუხისგებაში. გამოძიება გრძელდება, დაემატება, თუ გამოაკლდება ვინმე ამას ახლა მე წინასწარ ვერ გეტყვით," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics