|
2021-10-04 17:22:55, 454 ნახვა
საზოგადოება
ლიბერთის პროექტი „შეხვედრები ახლებურად“ ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება
ლიბერთის ახალი პროექტის „შეხვედრები ახლებურად“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმერეთში გაიმართა. სვანეთის, სამეგრელოს, გურიის და რაჭის შემდეგ, ლიბერთის მხარდაჭერით, უფროსი თაობის წარმომადგენლებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე და მწერალი დათო ტურაშვილი შეხვდნენ. დათო ტურაშვილის თქმით, მისთვის პროექტი „შეხვედრები ახლებურად“ უფროსი თაობის გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. „მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და ხშირად ვხვდები ახალგაზრდებს და ძალიან მომეწონა, რომ შემახსენეს, რომ არსებობენ ისეთი ასაკის ადამიანები, რომლებიც აღარ არიან ახალგაზრდები და ვინ იცის, ყველაზე ძალიან სჭირდებათ ყურადღება, თანადგომა, ელემენტარული ურთიერთობა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ჩვენც ბევრი ვილაპარაკეთ და მათაც ბევრი ისაუბრეს, ბევრი რამ გვკითხეს და რაც მთავარია, მივიღე ის, თურმე რაც გვაკლია ყველას, ეს არის მათი გამოცდილება, მათი სითბო, მათი დამოკიდებულება და სიყვარული“,- ამბობს მწერალი. შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა უფროსი თაობის ადამიანებისთვის. ლიბერთის ახალი პლატფორმის საშუალებით უფროსი და ახალგაზრდა თაობის მომდევნო სამი შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)