|
2021-10-04 15:12:03, 523 ნახვა
საზოგადოება
მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მობილიზებულია ,,ბათუმის წყლის'' სპეცტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი არხებისა და სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მაღალმთიან აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად დამეწყრილი გზები ინტენსიურად იწმინდება. ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. დილიდანვე მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილობრივი მნიშვნელობის ზალმეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ყინჩაური-წაბლანას გზაზე მოსახლეობა დროებით, შემოვლითი გზით შეძლებს სარგებლობას. პროცესში ჩართულია გეოლოგიური სამსახური და შესაბამისი დასკვნის შემდეგ, განახლდება დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები. ქედაში სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო ხელვაჩაურში დამეწყრილი გზები 8 მიმართულებით იწმინდება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)