00:10 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 10:47:54, 430 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება

ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება. - ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ავრცელებს.

"ნოტარიუსის  თანაშემწის  კანდიდატი  შეიძლება  იყოს  საქართველოს  ქმედუნარიანი  მოქალაქე, რომელსაც აქვს ზოგადი (საშუალო) განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

საბუთების მიღების პირობები:

საბუთები მიიღება მიმდინარე წლის  04  ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე.

ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსის გავლის მსურველმა პირმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს  საბუთები შემდეგ მისამართზე - assistant@notary.ge

ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი  ან ცნობა სასწავლებლიდან [დამოწმებული სანოტარო წესით] ;

ბ) CV;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ფოტოსურათი (ზომით 3X4).

სასწავლო კურსის გასავლელად ნოტარიუსთა პალატისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა 300 ლარია.

აღნიშნულ თანხას კანდიდატი იხდის ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსზე რეგისტრაციის შემდგომ,  სწავლების დაწყებამდე.

კურსზე მისაღები რაოდენობა განისაზღვრა 50 კანდიდატით, სწავლება განხორციელდება 2 ეტაპად, დარეგისტრირების რიგითობის შესაბამისად. 

ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსის ვადაა 10 კვირა. ეპიდემიოლოგიური ვითარების და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, სასწავლო  კურსის თეორიული და პრაქტიკული სწავლება წარიმართება შერეული (ონლაინ და ადგილზე დასწრების) მეთოდით. 

სწავლების  ადგილზე დასწრების კურსი  ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში, შემდეგ მისამართზე  ჩატარდება - თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა N60

სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თანაშემწეობის კანდიდატს  შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა და სერტიფიცირებული თანაშემწე  ნოტარიუსის თანაშემწის ელექტრონულ მონაცემთა  ბაზაში დარეგისტრირდება. აღნიშნული ბაზიდან  კვალიფიციური თანაშემწის შერჩევას  უშუალოდ ნოტარიუსი ახორციელებს." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics