|
2021-10-01 23:22:08, 713 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა
კენჭისყრის დღემდე ერთი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ. გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში ჩართულობისთვის. ამის შესაახებ ინფორმაციას „ცესკოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დაკვირვების სურვილი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები და მიგნებები. „შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შორის 2021 წლის 1 ოქტომბერს შედგა.“ - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)