|
2021-09-30 14:02:18, 456 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკური მართვის საერთაშორისო სტანდარტები და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშეა. ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო კლინიკების განვითარების სტრატეგიაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გერმანულ მხარეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრუქტურაზე პრეზენტაცია წარუდგინა. გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებმა, უწყების ხელმძღვანელსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის წევრებს სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც გერმანული სადიაგნოსტიკო ცენტრის ექიმის ჩართულობით, ასევე პირადი ექიმის თანხლებით, პაციენტები შეხვდებიან გერმანიიდან მოწვეულ კონსილიუმის ექიმებს და ტელემედიცინის საშუალებით, იმ სერვისს მიიღებენ, რომელიც საერთო გერმანულ მაღალ-კვალიფიციურ სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)