|
2021-09-25 18:45:34, 876 ნახვა
საზოგადოება
ქართველი ჟურნალისტი და პედაგოგი ფრიდონ დოჩია გარდაიცვალა
ქართველი ჟურნალისტი და პედაგოგი ფრიდონ დოჩია 64 წლის ასაკში მოულოდნელად (ინსულტით) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ. ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს პედაგოგსა და ჟურნალისტ ფრიდონ დოჩიას. ჟურნალისტური მოღვაწეობა ფრიდონმა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა მშობლიურ გალის რაიონში ცხოვრობდა. სოხუმში აფხაზეთის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1980 წ.) ის გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, 1989 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე კი ამავე რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი იყო. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ (1993 წლის სექტემბერი) ფრიდონი დევნილი გახდა და ჟურნალისტური მოღვაწეობა თბილისში განაგრძო. 1996-2004 წლებში ის შპს „ალია ჰოლდინგში“ ჟურნალიტად მუშაობდა, 2005-2006 წლებში იყო გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტი, შემდეგ კი – გაზეთ „პრეზიდენტის“ რედაქტორი. 2007-2010 წლებში ის მედიაჰოლდინგ „The Georgian Times“-ში მუშაობდა ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი – განყოფილების რედაქტორად, მთავარი რედაქტორის მოადგილედ, აღმასრულებელ რედაქტორად. 2010-2011 წლებში მუშაობდა გაზეთ „ვერსიას“ პასუხისმგებელ რედაქტორად და ჟურნალისტად.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)