|
2021-09-25 12:36:55, 488 ნახვა
საზოგადოება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუხუთში, ახალი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაასრულა
ახალი ხიდი მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე დამონტაჟდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებულ საუშაოებს ადგილზე გაეცნო. „დავასრულეთ ხიდის მშენებლობა, რომელიც მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებთან აკავშირებს. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასეთი მასშტაბის სამუშაოები ამ ობიექტზე, მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, პირველად განხორციელდა. რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამ ხიდით ყოველდღიურად სარგებლობს, საკუთარ 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო ფართობებზე როგორც ფეხით მისასვლელად, ისე ტექნიკის მისაყვანად, კმაყოფილია”, - განაცხადა დავით წითლიძემ. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, არსებული ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მონტაჟი განხორციელდა, მოეწყო ბურჯები, გადასასვლელი ფილები, ხიდის საგზაო ნაწილი, რკინაბეტონის პარაპეტები და ლითონის მოაჯირები. ხიდის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 372,198 ლარი შეადგინა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)