|
2021-09-25 11:58:19, 729 ნახვა
საზოგადოება
DRI არჩევნებში რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების აგიტაციაში მონაწილეობას აკვირდება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების აგიტაციაში მონაწილეობას აკვირდება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაზე არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გავრცელებული ინფორმაცია გავლენას იქონიებს. კვლევის მიხედვით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სასულიერო პირების ფარულ მიყურადებას, კადრების გავრცელებიდან მეორე დღესვე, 14 სექტემბერს, ფეისბუქ მიმართვით გამოეხმაურნენ. მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა მელიამ მიყურადების დაგეგმვაზე და განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრეს. „სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილს ყოველთვის „ძალიან აღიზიანებდა“ ქართული ეკლესია და „ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი.“ მათივე ცნობით, ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ. თუ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიულ ღონისძიებებს ცალკეულ შემთხვევებში ესწრებოდნენ სასულიერო პირები, 13 სექტემბრის შემდეგ მსგავსი აქტივობა აღარ შეიმჩნეოდა. ორგანიზაციის შეფასებით, კადრების გავრცელების ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უცვლელი პრაქტიკით დაასრულეს მერობის კანდიდატების წარდგენა შიდა ქართლში. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წინასაარჩევნოდ ტაძრებში ვიზიტები გააგრძელა. „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენებს კვლავ ესწრებოდნენ სასულიერო პირები. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ საპატრიარქოს მხარდაჭერა გამოუცხადა. მონიტორინგის შედეგად შესწავლილი კვლევით, თუ ფარული მიყურადების მასალის გავრცელებამდე, წინასაარჩევნო ღონისძიებების დასწრების მიღმა, მაღალი რანგის სასულიერო პირები განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მღვდელმთავარი იაკობმა პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გააკეთა და გავრცელებით პოლიტიკური სარგებლის მიღებაში გიორგი გახარია დაადანაშაულა. სავარაუდოდ, ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „წინასაარჩევნო მანიპულაცია“ უწოდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)