|
2021-09-24 14:28:47, 355 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „მდგრადი განვითარების ჯილდოს“ ვერცხლის პრიზიორია
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების ჯილდო მოიპოვა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, 62 ნომინაციიდან, ექვს კატეგორიაში 21 პროექტი შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებზე წარსადგენად. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კი გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მიენიჭა. "თბილისის სატრანსპორტო კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტსა და პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, კომპანია ხელს უწყობს ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდას თბილისში უსაფრთხო და საიმედო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს კომპანიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობით და ურბანული ტრანსპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დანერგვით. აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნული ჯილდო მეორედ მოიპოვა. პირველად ეს ჯილდო მან 2017 წელს ინოვაციების კატეგორიაში მიიღო." - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)