07:08 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 14:52:45, 749 ნახვა

საზოგადოება
„თალიბების“ ვიცე-პრემიერი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლების წარმომადგენელ შეხვდა

“თალიბანის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუჰამედ ნაიმ გუშინ განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი მულა აბდულ ღანი ბარადარი ე.წ  სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელს ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა. - ინფორმაციას „Эхо Кавказа“ ნასი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით ავრცელებს.

"დღეს, მოლა ბარადარი, ავღანეთის ისლამური საამიროს პრემიერმინისტრის მოადგილე, შეხვდა მაქსიმოვს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ წარმომადგენელს. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, ორივე მხარის შესახებ, რეგიონული უსაფრთხოება და სიტუაცია ავღანეთში", –წერს მუჰამედ ნაიმის

ჯერ კიდევ, აგვისტო-სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაქსიმოვი  ცხინვალში მიიწვიეს მოსკოვიდან და დაინიშნა სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელად რუსეთში.

ე.წ ცხინვალის ოფიციალური წარმომადგენლები ჯერ არ ავრცელებენ ინფორმაციას ალექსეი მაქსიმოვის „თალიბანის“ წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ.

აგვისტოში სამხრეთ ოსეთის დეპუტატმა დავით სანაკოევმა არ გამორიცხა „თალიბანის“ მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური აღიარება.

”ალანიის სახელმწიფოს მიერ თალიბანის აღიარების საკითხი ჯერ კიდევ არ არის დღის წესრიგში, თუმცა გამორიცხული არაფერია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად საღი და პრაგმატული გამოჩნდება ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა “, - წერს სანაკოევი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics