08:21 - 28 Jul, 2026
|
2021-09-22 18:36:21, 619 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღანელს და ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა მინისტრს ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ახლადდანიშნული პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ წარუდგინა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)