|
2021-09-21 10:59:34, 426 ნახვა
საზოგადოება
იოსებ ხახალეიშვილი - ბევრი უნდა ვაკეთოთ, რომ ქალაქიდან წასვლის სურვილი ახალგაზრდებს აღარ გაუჩნდეთ და რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ქართველი და უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ ქუთაისში სასწავლებლად
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად განათლების, კულტურის, სპორტისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. „თუ რაიმე გვინდა სწორად დაიგეგმოს ამ ქალაქში, ეს აუცილებლად თანაქალაქელებთან ერთად და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენი შეხვედრები საარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების შემდეგაც იქნება ინტენსიური", -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მერობის კანიდატმა სახელისუფლებო გუნდის მთავარ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება: რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ვიზიტორების რაოდენობა თითქმის უტოლდება იმ რიცხვს, რაც პანდემიამდე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)