|
2021-09-20 16:50:06, 1043 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის ვ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ბარგისა და თავად მოქალაქის მიმართ, რისკის პროფილის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღინისძიებები განხორციელდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (45.94 გრამი) გამოვლინდა. კანონდარღვევის მეორე ფაქტი, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ნ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა. ოქროს ნივთების საერთო რაოდენობამ 130,43 გრამი შეადგინა. საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 1 ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი". მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (56,25 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. აღნიშნულ სამართალდარღვევათა გამოვლენის შედეგად, ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 28 081,03 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 28 081,03 ლარი შეეფარდათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)