|
2021-09-20 10:52:59, 574 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე ბაგებისა და ნუცუბიძის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ბაგებსა და ნუცუბიძის III პლატოზე იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმებზე, რომლებიც დედაქალაქში უკვე განხორციელდა. გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა ბაგები - უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მასშტაბურ პროექტზე, რომელიც საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. "მოსახლეობას ვესაუბრე იმ რეფორმების შესახებ, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა. გარდა ამისა, გავაცანი ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზეა დაგეგმილი. ერთ-ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახლავთ ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. გარდა ამისა, ჩვენ, მოსახლეობის მხარდაჭერით და მათი აქტიური ჩართულობით, კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)