2021-09-16 17:31:18, 408 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი - ივანე პაპიაშვილი და პრორექტორი - თემურ მაღრაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს, თავმჯდომარის მოადგილეს - გიორგი სიორიძეს და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს - ნათია ზაალიშვილს შეხვდნენ.-ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა არჩევნების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. შსს-ს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე პოლიციელებისა და საარჩევნო კომისიების წევრების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.
"რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შსს-ს აკადემიასთან პარტნიორობით განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა - „არჩევნები და უსაფრთხოება“ წარადგინა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს, საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების განხილვას მოიცავს.
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები. საინფორმაციო შეხვედრები 17-18 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში წარიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამართალდამცველებისთვის ანალოგიური პროგრამა, ცოდნის გაღრმავების, ცნობიერების ამაღლების და საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულების მიზნით, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების წინაც ჩატარდა."-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),