11:52 - 28 Jul, 2026
|
2021-09-16 16:47:20, 347 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონის გამგეობა სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. საგზაო სამუშაოები კვირაცხოვლის, მაჭავარიანის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ჯამში, 9240 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება, რომელიც მოიცავს 109 ნომერი საავტობუსო ხაზის მთლიან მოასფალტებას. ამ დროისთვოის, ასფალტის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 581 862 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი, კონტარქტორი კომპანია „L&L” აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)