|
2021-09-16 12:01:30, 675 ნახვა
საზოგადოება
„იუნისეფი“ მოუწოდებს ქვეყნებს, სკოლებში სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე აღადგინონ
გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ მოუწოდებს ქვეყნების საგანმანათლებლო ორგანოებს, სკოლებში სასწავლო პროცესი, რაც შეიძლება, მალე აღადგინონ. „იუნისეფის“ მიერ 16 სექტემბერს გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ეტპზე, მსოფლიოს 17 ქვეყანაში სკკოლები სრულად, 39 სახელმწიფოში კი ნაწილობრივად არის დახურული. ამასთანავე, იმ ქვეყნებში, სადაც სკოლები სრულად არი დახურული, 77 ილიონი მოსწავლეა აღრიცხული. „იუნისეფი“ მიიჩნევს, რომ სკოლები პანდემიის პერიოდში ყველაზე გვიან უნდა დაიხუროს და ყველაზე ადრე გაიხსნას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მოსწავლეები შესაძლოა, უფრო უსაფრთხოდ იყვნენ სახლებში, თუმცა კომპიუტერებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და განათლების ხარისხი მთავარ გამოწვევად რჩება. „განათლების კრიზისი არ გამქრალა. ისეთ პირობებში, როდესაც საკლასო ოთახების ნაწილი კვლავ ჩაბნელებულია, უარესდება არსებული კატასტროფული მდგომარეობა“, - აცხადებს „იუნისეფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიტა ფორე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)