|
2021-09-15 15:55:17, 501 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყო. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონში მდებარე N102 საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო. სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის პირობებში ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ, 2020 წლის მარტიდან თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით ხორციელდება. ნობათების გაცემა საბავშვო ბაღებში კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. „2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყება, მძიმე პანდემიური მდგომარეობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე გადავადდა. ამ მიზეზით, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაახლეთ სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 10 პროდუქტისგან დაფასოებული ნობათები ყველა იმ აღსაზრდელის ოჯახს ურიგდება, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს“, - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ. თბილისში ამჟამად, 188 საბავშვო ბაგა-ბაღი და 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული. საკვებ პროდუქტებს მიიღებენ იმ ახლადაშენებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც, რომლის გახსნაც სააღმზრდელო პროცესის განახლებისას იგეგმება.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)