|
2021-09-14 15:11:38, 327 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - უახლოეს 2-3 წელიწადში შიდა ქართლის რეგიონში არცერთი სოფელი არ იქნება ბუნებრივი აირის გარეშე
„ბოლო წლებში შიდა ქართლში 141 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა, ეს არის 31 000 ოჯახზე მეტი. ეს პროგრამა კიდევ გაგრძელდება, ვიცით, რომ კასპის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც ეს სიკეთე არ მისულა, მაგრამ ამასაც უახლოეს ორ წელიწადში მოვიცავთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კასპში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე. ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზიფიკაციის პროგრამა შიდა ქართლში ინტენსიურად გაგრძელდება და უახლოეს 2-3 წელიწადში რეგიონში არცერთი სოფელი არ იქნება ბუნებრივი აირის გარეშე. „ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ, ეს არის ისტორიული სასახლეების გარდაქმნა ტურისტული მიზიდულობის ცენტრებად, განვავითაროთ ამ შესანიშნავი ისტორიული ძეგლების ირგვლივ მცირე სასტუმროები, მცირე კაფე-რესტორნები, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს. ასევე განვავითაროთ ამ მხარეში სათავგადასავლო ტურიზმი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)