|
2021-09-14 11:19:51, 336 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარადჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტის გამოფენა მოეწყობა. ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა AR (Augmented reality - გამოგონილი რეალობა) აპლიკაციის პრეზენტაცია იქნება, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანამედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. მათი ავტორები კი მხატვრები: ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, კვაჭი, სოფო კირთაძე, ხატია ჩიტორელიძე და ანუკ ბელუგა არიან. აპლიკაცია უძველესი მითებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას აძლევს. გამოფენა ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის არის განკუთვნილი და ის 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. აპლიკაცია ნელ-ნელა სხვა მხატვრების ნამუშვრებითაც შეივსება. ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)