|
2021-09-13 12:32:45, 563 ნახვა
სამართალი
ბათუმის გეზში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი, კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, კომპანიის მიერ, შემოტანილ სხვადასხვა სახეობის ტვირთზე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის მიმართ რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”-ს უფლებამოსილი პირის მიერ, აღრიცხვის მოწმობის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოსვლისას წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია) და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა 3 950 კილოგრამი არადეკლარირებული ტანსაცმელი, რომლის საბაჟო ღირებულებამ საერთო ჯამში - 192 039 ლარი შეადგინა. ამასთან, გამოვლინდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების ფაქტი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)