|
2021-09-11 10:26:14, 590 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - გურიაში აქტიურად გავაგრძელებთ როგორც გაზიფიცირების პროცესს, ასევე ეკო და აგროტურიზმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს
„გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან, სასიხარულოა, რომ ვხედავთ ადამიანებისგან დიდ ნდობას, მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი გუნდის კანდიდატებს, არიან მადლიერები და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ნდობა, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამართლებდით და მომავალშიც გავამართლებთ" - ამის შესახებ ნათია თურნავამ გურიის რეგიონში მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი, ჩოხატაურის მერობის კანდიდატი დავით შარაშიძე, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე. მინისტრის ინფორმაციით, გურიაში აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიკაცია და ორმოცამდე დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით 17 000 ოჯახი ცხოვრობს, მიმდინარე სამწლიან პერიოდში გაზიფიცირდა. „ამ ოჯახების უმეტესობა ან უკვე სარგებლობს ბუნებრივი აირით, ან ქსელზე დაერთდება ამ დღეებში. გაზიფიცირების პროცესს ვაგრძელებთ და მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ უახლოესი სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მაგალითად, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლები ასი პროცენტით იქნება გაზიფიცირებული. ასევე ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას შეფასებით, გურიაში ასევე დიდი პოტენციალია და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. „აქ არის ულამაზესი ხედები, სტუმართმოყვარე ადამიანები, ძალიან გემრიელი სამზარეულო - ეს არის სწორედ ეკოტურიზმი და აგროტურიზმი, რისთვისაც ჩვენ ახალი პროგრამა ავამოქმედეთ - ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, გრანტები, თანაგარანტირება და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანი გეგმებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სადაც სულ მცირე, შვიდი მილიარდი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ახალი პროგრამების ფარგლებში, რაც ძალიან აქტუალურია გურიისთვის - ეს არის ლურჯი მოცვის, ასევე თხილის კულტურების განვითარების პროგრამები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გურიაში ამ მიმართულებებს ხელი შევუწყოთ" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)